ფოტოგრაფია ბერძნული სიტყვაა, რომელიც სინათლით ხატვას ნიშნავს ("ფოტო"- სინათლე, "გრაფ"- ვხატავ, ვწერ)
ფოტოგრაფია დაარსების დღიდან ძალიან აქტუალური დარგი გახდა ყველა პროფესიის ადამიანებისათვის და გასაკვირი არაა,რომ თანამედროვე, ციფრული საუკუნის ერაში,სადაც ფოტოგამოსახულების გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია, არ კარგავს თავის აქტუალობას. სამყაროში ყოველდღიურად იქმნება მილიონობი ფოტოგამოსახულება, მაგრამ გამორჩეული ფოტოს შექმნა არც ისე მარტივი საქმეა.
 |
კამერა ობრუსკა |
გამოსახულების მიღება დიდი ხნის წინ იყო შესაძლებელი. პრობლემას წარმოადგენდა
მიღებული გამოსახულების შენახვა. ფოტოკამერის წინამორბედი -კამერა ობსკურა, (სიტყვა სიტყვით
ბნელი ოთახი) წარმოადგენს დახურულ ყუთს, რომლის ერთ კედელზე პატარა ნახვრეტია. ოპტიკის
კანონის შესაბამისად ნახვრეტის საპირისპირო კედელზე იმ განათებული ობიექტის გამოსახულება
ჩნდება, რომელიც იმყოფება გარეთ, ნახვრეტის წინ. რაც უფრო მცირეა ეს ნახვრეტი, მით უფრო ბნელი,
მაგრამ იმავდროულად მკვეთრი გამოსახულება მიიღება.
პირველად ამ ფენომენზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში საუბრობს ჩინელი
ფილოსოფოსი მი ტი. ძვ.წ. მე-4 საუკუნეში კი, ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე. კამერა ობსკურის
მუშაობის პრინციპი დეტალურადაა აღწერილი მხატვრისა და გამომგონებლის ლეონარდო და ვინჩის მიერ.
 |
კამერა ობრუსკა. აქ ნახვრეტის მაგივრად გამოყენებულია ლინზა |
ხელოვნებადმცოდნე, მხატვარი და ფოტოგრაფი დევიდ ჰოკნი თავის წიგნში “Secret
knowledge” იკვლევს და ადასტურებს მხატვრების მიერ კამერა ობსკურის გამოყენებას
დაახლოებით 1430 წლიდან. კამერა ობსკურაში ნახვრეტის მაგივრად მოგვიანებით იყო გამოყენებული
ოპტიკური ხელსაწყო – ლინზა, რომელმაც საგრძნობლად გააუმჯობესა გამოსახულების ხარისხი.
მაგრამ ფოტოგრაფია როგორც დარგი აღიარებული იქნა მხოლოდ 1839 წელს პარიზში და ეს
დაკავშირებული იყო არა გამოსახულების მიღებასთან, არამედ გამოსახულების შენახვასთან,
ფიქსაციასთან, რაც მოხდა კიდევაც ფრანგი გამომგონებელის ჟოსეფ ნისეფორ ნიეფსის მიერ 1826/1827 წელს.
 |
კამერა ობრუსკის მუშაობის პრინციპი |
 |
კამერა ობრუსკა |
კაცობრიობის ისტორიაში ნისეფორ ნიეპსის მიერ გადაღებული პირველი ფოტოგრაფია (1827 წ.)
კაბინეტიდან ხედი - მეზონ-დიუ-გრა, გადაღებულია ივნისში ან ივლისში 1827 წელს.
 |
ნისეფორ ნიეფსი მსოფლიოში
პირველი ფოტოსურათი,1827 წ |
 |
ჰელმუტ გერნსჰაიმი: გაუმჯოსებული ვერსია ნიეფსის
პირველი სურათის,1852 წ |
ფოტოკამერების ევოლუცია
ადრე
ახლა
Комментарии
Отправить комментарий